უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პარტია ევროპარლამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პარტია ევროპარლამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს. ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრელმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რომ ომსა და მშვიდობას შორის არჩევანი მშვიდობაზე გააკეთეს. როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ოპოზიციური პარტიების მაღალი რეიტინგის მიუხედავად, მისი პარტიის გამარჯვებამ პოლიტიკური კურსის სისწორე კიდევ ერთხელ აჩვენა. ეგზიტპოლების თანახმად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მმართველმა პარტია ევროპარლამენტის არჩევნებში უნგრეთში 43,8 მეათედი პროცენტით პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე კი 30 პროცენტით, ოპოზიციური პარტია გავიდა.
