პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს მთავრობის ინიციატივას
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს მთავრობის ინიციატივას, რომელიც ადმინისტრაციული სახდელისგან და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან იმ ადამიანთა გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომლებმაც კოვიდპანდემიის დროს, 2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის პერიოდში დაარღვიეს იზოლაციისა და კარანტინის, ასევე პირბადის ტარების წესი. ჯარიმებისგან გათავისუფლდება ორი ათასამდე ადამიანი. თანხა კი ხუთ მილიონ ლარზე მეტია.
