ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები გაიმართა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ე.წ. არჩევნებს გმობს. საგარეო უწყების განცხადებით, ე.წ. არჩევნები უკანონოა და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები. ე.წ არჩევნები დაგმეს საერთაშორისო პარტნიორებმაც. მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
