ევროპარლამენტის არჩევნები დასრულებულია
ევროპარლამენტის არჩევნები დასრულებულია. პირველ ადგილზე გავიდა „ევროპის სახალხო პარტია“ და პარლამენტში 191 ადგილი მოიპოვა. გერმანიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, ავსტრიაში, ბელგიაში, ესპანეთსა და იტალიაში მმართველი პარტია დამარცხა. მაკრონმა მარცხის გამო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. ბელგიაში პრემიერი გადადგა. წინასწარი შედეგებით, ვიქტორ ორბანის პარტიამ და მისმა მოკავშირეებმა ხმების 44.2 პროცენტით ევროპარლამენტში 11 ადგილი მოიპოვეს.
