დღეს საქართველოს ნაკრები მონტენეგროს დაუპირისპირდება
საქართველოს ნაკრების 10-დღიანი ავსტრიული შეკრება დასრულებულია. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ეროვნული გუნდი დღეს გენერალურ რეპეტიციას მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ გაივლის. თამაში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ქართველი ფეხბურთელების განწყობა საბრძოლოა და აპირებენ, რომ სადებიუტო კონტინენტის პირველობას კარგ განწყობაზე შეხვდნენ.
