ფესტივალი „ეთნო ჯორჯია 2024“
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობითა და ასოციაციის „წინაპარი“ ორგანიზებით კახეთში, ლევან მეფის ისტორიული ციხე-სიმაგრის გალავნის ტერიტორიაზე, ეთნო სპორტის საბრძოლო ხელოვნების პირველი ფესტივალი - „ეთნო ჯორჯია 2024“ - ჩატარდა. საქართველოსთან ერთად წელს ფესტივალში ევროპისა და აზიის ექვსი ქვეყანა მონაწილეობდა. ლევან მეფის ციხესიმაგრის ეზოში მონაწილე ქვეყნების ისტორიისა და საბრძოლო ხელოვნების პრეზენტაცია მოეწყო.
