მოლდოვა ჩინეთთან კავშირების გამყარებას ცდილობს
„მოლდოვა ჩინეთთან კავშირების გამყარებას ცდილობს“,- ამის შესახებ მოლდოვის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინურ საინფორმაციო სააგენტო სინ ჰუასთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა და ისიც აღნიშნა, რომ ჩინეთში მოლდოვური ექსპორტი ბოლო წლებში გაიზარდა. ინტერვიუში პოპსოიმ ისიც თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის როგორც ეკონომიკური ისე სატრანსპორტო, ენერგეტიკული, ინფრასტრუქტურული და კულტურული ორმხრივი თანამშრომლობის გამყარება ურთიერთ სარგებლის მომტანი იქნება. მინისტრის ინფორმაციით, ჩინეთი დღეისთვის მოლდოვური ღვინის ერთ ერთი უმსხვილესი იმპორტიორია, რომელიც 6-დან 8 მილიონამდე ბოთლის იმპორტს ახორციელებს.
