დღეს ევროპარლამენტის არჩევნების ბოლო დღეა
დღეს ევროპარლამენტის არჩევნების ბოლო დღეა. ევროპელმა ამომრჩევლებმა ტრანსნაციონალურ პარლამენტში 720 დეპუტატი უნდა აირჩიონ. გამოკითხვების თანახმად, უმსხვილეს ბლოკად, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერლაიენის მემარჯვენე ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტია“ დარჩება.
