ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევისას 5 ადამიანი დაშავდა
5 ადამიანი დაშავდა ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევისას. მსუბუქი ავტომობილი თბილისის სატრანსპორტო ავტობუსს დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.
