ავსტრიის თავდაცვის მინისტრის განცხადება
ავსტრიის თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ ქვეყნებმა წითელი ხაზი გადაკვეთეს, როდესაც მათ უკრაინას დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმის უფლება მისცეს. ამის შესახებ კლაუდია ტანერმა გამოცემა „დი პრესესთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. გამოცემასთან საუბრისას მინისტრი ასევე გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივნის გადაწყვეტილებას, რომელმაც უკრაინაში ნატოს ჯარების გაგზავნა გამორიცხა, და აღნიშნა, რომ სტოლტენბერგის ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილია.
