დღეს ევროპარლამენტის არჩევნების ბოლო დღეა
დღეს ევროპარლამენტის არჩევნების ბოლო დღეა. კენჭისყრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში, მათ შორის საბერძნეთში , უნგრეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთსა და პოლონეთში იმართება. ევროპელმა ამომრჩევლებმა ტრანსნაციონალურ პარლამენტში 720 დეპუტატი უნდა აირჩიონ. გამოცემა „გარდიანის“ ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგები მიანიშნებს, რომ პროევროპული ჯგუფები უმრავლესობას შეინარჩუნებენ, მაგრამ მათი გავლენა უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას, რადგან ნაციონალისტური და ულტრამემარჯვენე პარტიები, სავარაუდოდ, რეკორდული რაოდენობის მანდატებს მოიპოვებენ. გამოკითხვების თანახმად, უმსხვილეს ბლოკად, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერლაიენის მემარჯვენე ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტია“ დარჩება, რომელიც, სავარაუდოდ, ევროპარლამენტში თავის 176 ადგილს შეინარჩუნებს. ცოტა ხნის წინ არჩევანი დააფიქსირა უნგრეთის პრემიერ მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპარლამენტის არჩევნებს ომსა და მშვიდობას შორის არჩევანი უწოდა.
