საქართველოს 20-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, ყაზახეთის შესაბამისი ასაკის გუნდთან სპარინგ შეხვედრა ჩაატარა
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს 20-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, ყაზახეთის შესაბამისი ასაკის გუნდთან სპარინგ შეხვედრა ჩაატარა და მეტოქე მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა. გიორგი ადამიას გუნდმა პირველი გოლი თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა. პენალტი ზუსტად ლუკა წულუკიძემ დაარტყა. მეორე გოლი კი ბოლნისის სიონის ნახევარმცველმა, ლუკა ჩაგანავამ მიითვალა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა ეფექტური საჯარიმო დარტყმით იმ დროისთვის სხვაობა ორამდე გაზარდა. 89-ე წუთზე კი ყაზახმა ფეხბურთელმაც პენალტის გატანა შეძლო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
