თორნიკე შენგელია იტალიის სერია ა-ს MVP გახდა
იტალიის სერია ა-ს ფინალური სერია გრძელდება და ვირტუს ბოლონიამ, სადაც თორნიკე შენგელია თამაშობს ოლიმპია მილანოსთან ანგარიში გაათანაბრა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა მეტოქეს 8-ქულიანი სხვაობით 72:64 აჯობა. ამ მოგებაში ყველაზე დიდი წვლილი საქართველოს ნაკრების კაპიტანს მიუძღვის, რომელიც მატჩის MVP გახდა. შენგელიამ 28 წუთი ითამაშა, რა დროშიც 21 ქულა, 8 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
