საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს სპარინგ შეხვედრას მონტენეგროს წინააღმდეგ ჩაატარებს
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს სპარინგ შეხვედრას მონტენეგროს წინააღმდეგ ჩაატარებს. ვილი სანიოლის გუნდი ამ მატჩისთვის ავსტრიაში ემზადებოდა. ფრანგი მწვრთნელის განკარგულებაში ბოლო ვარჯიშში 25 ფეხბურთელი იყო. სოლომონ კვირკველია კი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 5 დღე რჩება, ჩვენი გუნდი კი პირველ შეხვედრას 18 ივნისს - თურქეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. მონტენეგროსთან მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
