სირიაში, ჭაბურღილში ჩავარდნილი მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინეს
რამდენიმე საათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად სირიაში, ჭაბურღილში ჩავარდნილი მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინეს. სამაშველო ოპერაცია სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციამ “ თეთრმა ჩაფხუტებმა” ითავეს. მათ ბავშვს ჟანგბადი მილების საშუალებით მიაწოდეს და ჭაბურღილის გარშემო მიწა ფრთხილად გათხარეს. გადარჩენილი ბავშვი კლინიკაში მოათავსეს, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
