მამაკაცს, რომელიც 7 ივნისს, კოპენჰაგენში, დანიის პრემიერ-მინისტრს, თავს დაესხა, 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს
მამაკაცს, რომელიც 7 ივნისს, კოპენჰაგენში, დანიის პრემიერ-მინისტრს, თავს დაესხა, 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გავრცელებული ცნობით პროკურორი თავისუფლების 26-დღიან აღკვეთას ითხოვდა. თავდამსხმელი 39 წლის პოლონელი მამაკაცია, რომელიც დანიაში 2019 წლიდან ცხოვრობს. გავრცელებული ცნობით, თავდასხმის მომენტში ის ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა , დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ის ამტკიცებს, რომ პრემიერის მოწინააღმდეგე არ არის. პირიქით, მიიჩნევს, რომ მთავრობის კარგი ხელმძღვანელია, ქუჩაში მისმა დანახვამ კი გააოცა.
