ჯო ბაიდენისა და ემანუელ მაკრონის აუდიენცია პარიზში
ომი უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება, შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობები იყო პარიზში ჯო ბაიდენისა და ემანუელ მაკრონის აუდიენციის მთავარი თემები. საფრანგეთის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგას ნორმანდიაში მოკავშირე ძლების გადასხმის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვიზიტის ფარგლებში უმასპინძლა.
