რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში ნიკოპოლი და პოკროვსკი არტილერიითა და დრონებით დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში ნიკოპოლი და პოკროვსკი არტილერიითა და დრონებით დაბომბეს. საოლქო ადმინისტრაციის ცნობით, იერიშის შედეგად დაზიანებულია კომუნალური საწარმო, 5 კერძო სახლი და ელექტრო გადამცემი სისტემა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 200-მდე სხვადასხვა მოდიფიკაციის უპილოტო აპარატებით იერიშები განხორციელდა ზაპოროჟიეს ოლქზეც, საოლქო ადმინისტრაციის ცნობით, ოკუპანტების სამიზნეში 8 დასახლებული პუნქტი მოექცა. საბრძოლო მოქმედებების შედეგებს აქვეყნებს უკრაინის გენერალური შტაბი და იუწყება, რომ ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ათას 279 სამხედრო, 60 საარტილერიო სისტემა და 26 ტანკი დაკარგა.
