„ერთი დღე ჯარში“
პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველ ქვეით ბრიგადას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. გორის, ფასანაურის, ვალესა და თიანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს სამხედრო მოსამსახურეებმა უმასპინძლეს. თეორიული სწავლების პარალელურად, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე გასცნობოდნენ სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურას, ტექნიკასა და შეიარაღებას, ასევე ჯარისკაცების საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს. დღის ბოლოს, სტუმრებმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილეს.
