„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი კვლავ განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია ბოიკოტის შეწყვეტას და კანონპროექტისთვის მხარის დაჭერას არ აპირებს. მმართველი გუნდი კი კანონის მიღების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მათივე თქმით ჩვენი ქვეყნის იდენტობის შესანარჩუნებლად აუცილებელია. საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ლგბტ პროპაგანდასთან ბრძოლა საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთაა.