„ბრიუსელ სიგნალის“ სტატია
საქართველოზე თავდასხმა თვალთმაქცური, ორკესტრირებული დაშინებაა - ამ სათაურით აქვეყნებს „ბრიუსელ სიგნალი“ სტატიას. ავტორი მიმოიხილავს გამჭვირვალობის კანონს და წერს, რომ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, სადაც ასეთი კანონმდებლობაა გავრცელებული, ამას გამჭვირვალობა ჰქვია, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში, ბრიუსელში კომისია მას უწოდებს „პრო რუსულ“ ნაბიჯს. ეს, კი ეჭვებს აჩენს. სტატიაში საუბარია ევროპელი ლიდერების მხრიდან ორმაგ სტანდარტზე. „ისინი თელავენ ძირითად დიპლომატიურ პრაქტიკას და ერევიან ეროვნულ პოლიტიკაში“ . ნათქვამია პუბლიკაციაში.
