დანიის პრემიერ-მინისტრს კოპენჰაგენში თავს დაესხნენ
დანიის პრემიერ-მინისტრს კოპენჰაგენში თავს დაესხნენ. თავდასხმა ქალაქის ცენტრში, მოედანზე მოხდა. დანიის პრემიერთან უცნობი მამაკაცი მიიჭრა და ფიზიკურად გაუსწორდა. ის ადგილზე დააკავეს. ინციდენტი დაადასტურეს პრემიერ მინისტრის ოფისში, სადაც განაცხადეს, რომ პრემიერი მომხდარით შოკირებულია. მომხდარი დაგმეს ევრო კომისიის, ევრო საბჭოსა და ევრო პარლამენტის პრეზიდენტებმა
