შალვა პაპუაშვილი: სვანეთის მთებში დავაბრუნეთ ქურაშის მე-12 საუკუნის ხელნაწერი ოთხთავი - ათასწლეულის განმავლობაში, ერთი სოფლის რამდენიმე გვარის წყალობით, ამ საგანძურმა ყველა ქარტეხილი გამოიარა და ჩვენამდე მოაღწია
ქურაშის მე-12 საუკუნის ხელნაწერის ეცერში დაბრუნებაზე წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე. „ყველაფერი ბრუნავს, მაგრამ ყველაფერი დროებითი წარმავალია, ხოლო რაც რჩება არის ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება. ღმერთმა დალოცოს საქართველო“ - წერს შალვა პაპუაშვილი
