ქართული კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლი, მე-12 საუკუნის ქურაშის ოთხთავი ეცერის თემს დაუბრუნდა
ქართული კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლი, მეთორმეტე საუკუნის ქურაშის ოთხთავი ეცერის თემს დაუბრუნდა. ეროვნული არქივის რესტავრატორები წიგნის რესტავრაციასა და კონსერვაციაზე 18-ი თვის განმავლობაში მუშაობდნენ. წიგნს ახლავს სხვადასხვა პერიოდის ანდერძ მინაწერები. ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე, კულტურის მინისტრი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი, ასევე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ
