საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით, მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა მიერ შემუშავდა 3-წლიანი პროგრამა
საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით, მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა მიერ შემუშავდა სამ წლიანი პროგრამა. საქართველოს ისტორიისა და კულტურის საკითხებზე პროგრამით გათვალისწინებული ლექციები და შემოქმედებითი საღამოები ჩატარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ლექციაზე დისტანციურად დასწრების საშუალება მიეცემა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს და წარმოშობით ქართველს. კულტურულ საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული პირველი შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა
