„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ელისო კილაძეს ცილისწამებაში ადანაშაულებს და მისგან საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვს
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი გიორგი შუკვანი, ელისო კილაძის ბრალდებას ეხმაურება, რომ თითქოს რადიკალური ოპოზიციის აქტივისტს ნიკო მანაგაძეს თავს დაესხა. ამის შესახებ პოსტი ელისო კილაძემ სოციალურ ქსელში გუშინ გამოაქვეყნა. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო თბილისში არ იმყოფებოდა და მოუწოდებს კილაძეს ცრუ ბრალდებისთვის, ბოდიში მოიხადოს