პარლამენტის თავმჯდომარე თავისუფლების ახალ ინდექს ეხმაურება, რომლის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა უმაღლეს კატეგორიაშია
პარლამენტის თავმჯდომარე თავისუფლების ახალ ინდექს ეხმაურება, რომლის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა უმაღლეს კატეგორიაშია. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 2024 წლის თავისუფლების ინდექსი კიდევ ერთხელ აღნიშნავს საქართველოს მიღწევებს მრავალი მიმართულებით. ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევრო კავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ნატოს წევრ 6 ქვეყანას და ევრო კავშირის ორ წევრ ქვეყანას. ატლანტიკური საბჭოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 164 ქვეყანა ოთხ კატეგორიადაა დაყოფილი. აქედან მხოლოდ 45 შეფასებული როგორც თავისუფალი, მათ შორის საქართველო. კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის, ჩვენი ქვეყანა ერთადერთია უმაღლეს კატეგორიაში
