თორაძის სახელობის ფესტივალი
19 ივნისამდე დედაქალაქი “თორაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს” უმასპინძლებს. მსმენელის წინაშე კლასიკური და თანამედროვე მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავები, ასევე ახალი თაობის მუსიკოს-შემსრულებლები წარდგებიან. ფესტივალი, რომელიც უკვე მეორედ ტარდება, კომპოზიტორ დავით თორაძისა და პიანისტ ლექსო თორაძის შემოქმედებით მემკვიდრეობას ეძღვნება.
