მსოფლიოში პირველად - ევერესტზე დახმარება დრონის მეშვეობით წარმატებით აიტანეს
მსოფლიოში პირველად - ევერესტზე დახმარება დრონის მეშვეობით წარმატებით აიტანეს. ინფორმაციას უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი ჩინური კომპანია ავრცელებს. მათ მიერ დამზადებული დრონით, ევერესტის ერთი ბანაკიდან მეორეში, ჟანგბადის სამი ბალონი და სხვა აუცილებელი საჭიროების ნივთი გადაზიდეს. ჩინური კომპანიის ცნობით, მათ არაერთი საცდელი ფრენა განახორციელეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ევერესტზე დრონით დახმარების მიწოდება განსაკუთრებით რთულ გარემო პირობებშიც იქნება შესაძლებელი.