დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ნორმანდიის დღის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დროზე ადრე დატოვა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ნორმანდიის დღის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დროზე ადრე დატოვა, სუნაკის თქმით შეცდომა იყო ტელეინტერვიუში მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში დაბრუნება. მის ნაცვლად საერთაშორისო ღონისძიებას საგარეო უწყების ხელმძღვანელი დევიდ ქემერონი დაესწრო. ოპონენტებმა რიში სუნაკი პრემიერ მინისტრის მოვალეობების არასათანადოდ შესრულების გამო გააკრიტიკეს.