რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკში სარაკეტო იერიშის გამო 22 ადამიანი დაშავდა
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკში სარაკეტო იერიშის გამო 22 ადამიანი დაშავდა. მოსკოვის მიერ დანიშნული ქალაქის ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინის არმიამ ლუგანსკზე სარაკეტო იერიში განახორციელა, მათი უმეტესობა ჰაერსაწინაარმდეგო სისტემებმა გაანადგურეს, რაკეტებმა ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი დააზიანეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ უკრაინამ იერიში ამერიკული წარმოების „ატაკამსის ტიპის რაკეტებით განახორციელა.
