ნაძალადევის რაიონში, დავით იოსელიანის ქუჩაზე, წყალარინების ცენტრალური ქსელის სამუშაოები მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში, დავით იოსელიანის ქუჩაზე, წყალარინების ცენტრალური ქსელის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც აღნიშნულ მისამართზე მდებარე ხუთი მრავალსართულიანი კორპუსის მცხოვრებლების თხოვნით დაიწყო, მათი უმრავლესობა დევნილ ოჯახებს წარმოადგენს. პროექტის განხორციელების შედეგად, ხუთივე კორპუსი , ჯამში 270 ოჯახი ცენტრალურ ქსელზე დაერთდება. სამუშაოები აგვისტოში დასრულდება.