ტერორიზმის საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
ტერორიზმის საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. საქმეში დევს აუდიო ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით ადასტურებს, რომ ბრალდებულები ტერორიზმის შესახებე ინფორმაციის რომანტიზებას ცდილობდნენ. სხდომა დახურულია, რადგან სახელმწფო საიდუმლოს შემცველ ინფორმაციას ეხება..სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბათუმში ორი სპეცოპერაცია ჩაატარა - ამოღებულია ავტომატი, პისტოლეტები, ხელყუმბარები და ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკიანი დროშები.
