ბულინგის კამპანია
ქართული ოცნების დეპუტატები სოციალურ ქსელში მუქარის და ბულინგის შემცველ, მოკლე ტექსტური შეტყობინების სქრინებს ავრცელებენ. წერენ, რომ ესემესები მათ უცხო ნომრებიდან მიუვიდათ . დეპუტატები აცხადებენ, რომ ეს არის იმ აგრესიული კამპანიის გაგრძელება , რომელსაც რადიკალური ჯგუფები ეწევიან. მათი თქმით მართული კამპანია მმართველი გუნდის დეპუტატების შეურაცხყოფისკენ არის მიმართული და მას ეწევიან აქტივისტები, ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციის წარმომადგენლები.
