სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტზე ოფიციალური განცხადება, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა გააკეთა
სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტზე ოფიციალური განცხადება, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა გააკეთა. სავიზო შეზღუდვები პირველი ეტაპზე 30-მდე ადამიანს შეეხება. მათი ვინაობა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს არ დაუსახელებია. როგორც მილერმა განმარტა, სავიზო ჩანაწერები, კანონის თანახმად, კონფიდენციალურია. თუმცა მისივე თქმით სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტი “ქართული ოცნებისა“ და პარლამენტის წევრებს, ასევე, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს მოიცავს. მეთიუ მილერის განცხადებით შეზღუდვები გავრცელდება სანქცირებულთა ოჯახის წევრებზეც.
