გამოცემა „ამერიკან კონსერვატივი“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს
საქართველო - ამერიკის ურთიერთობები და შტატების გადაწყვეტილება. გამოცემა „ ამერიკან კონსერვატივი „ ვრცელ სტატიას აქვეყნებს სათაურით - ამერიკული ამპარტავნული იმპერიალიზმი სრულად წარმოჩინდა თბილისთან მიმართებაში. როგორც პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ყოფილი სპეციალური თანაშემწის, დაგ ბენდოუს პუბლიკაციაშია ნათქვამი, საქართველოს კანონიერად არჩეული ხელისუფლება არ დაემორჩილა გარე ინსტრუქციას, გამჭვირვალობის კანონი უკან გაეწვია, რის გამოც ბაიდენის ადმინისტრაციამ ზეწოლის გაძლიერება გადაწყვიტა. „მას შემდეგ, რაც სააკაშვილი არჩევნებში დამარცხდა, ხელისუფლებაში მოვიდა ქართული ოცნება, რომლის მმართველობის დროსაც საქართველო ისე იქცევა, როგორც ყველა საღად მოაზროვნე პატარა ერი, რომელიც აგრესიული, გიგანტი მეზობლის წინაშე დგას- ის ადაპტირდება. ამერიკელ პოლიტიკოსებს თბილისის გამოყენება სურდათ რუსეთის შესაკავებლად, თუმცა ქართველებმა საკუთარი კურსი აირჩიეს. ბაიდენის ადმინისტრაცია კი სანქციებით იმუქრება და ცდილობს, მათ არჩეული კურსი შეაცვლევინოს. ისინი აკრიტიკებენ კანონს და კრემლის პროექტად მოიხსენიებენ, თუმცა კანონი მიზნად ისახავს უცხოური დაფინანსების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. დაფინანსების, რომლის დიდ ნაწილსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ამერიკიდან და ევროკავშირიდან იღებენ და შედეგად, მომიტინგეები საპროტესტო აქციებზე ევროკავშირის დროშებს აფრიალებენ. დასავლელი სპონსორები ამბობენ, რომ დემოკრატიას უჭერენ მხარს, მაგრამ მათი მიზნები არაფრით განსხვავდება ავტორიტარული სახელმწიფოების მიზნებისგან. თუ ამერიკას არ უთქვამს უარი დემოკრატიაზე მსგავსი აქტის მიღებით, რატომ არის საქართველოს პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული კანონი დემოკრატიასთან შეუთავსებელი?!“-ნათქვამია სტატიაში.
