ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო მმართველობის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დაასახელა
ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო მმართველობის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დაასახელა. ორგანიზაცია ქვეყნებში თავისუფლების მდგომარეობას რამდენიმე კრიტერიუმით აფასებს, მათ შორისაა სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო თავისუფლებები, პოლიტიკური უფლებები, კანონის სიცხადე, კორუფციისგან თავისუფლება. თვისუფლების რეიტინგში საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთადერთია, რომელსაც თავისუფალის სტატუსი აქვს მინიჭებული. საქართველოს თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დასახელებას სხვადასხვა მიმართულებით გატარებულ რეფორმებს უკავშირებს სახელისუფლებო გუნდი.
