ისრაელის პრემიერ-მინისტრი ჰამასის წინააღმდეგ ომის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ისაუბრებს
ისრაელის პრემიერ მინისტრი ჰამასის წინააღმდეგ ომის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ისაუბრებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ის კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენლებს ისრაელის სამართლიანი ომის შესახებ სიმართლეს მოუყვება. პრემიერ მინისტრის კონგრესში გამოსვლა , 24 ივლისს არის დაგეგმილი.
