მოსკოვი ვაშინგტონს ემუქრება
მოსკოვი ვაშინგტონს ემუქრება. რუსეთის საგარეო უწყება ირწმუნება რომ უკრაინამ ამერიკული ჰაიმარსის სისტემების გამოყენებით, რუსეთში სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანა. საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ თქვა, რომ უკრაინის არმიამ ბელგოროდის ოლქში საცხოვრებელ რაიონებზე თავდასხმა, ამერიკიდან ნებართვის მიღებისთანავე განახორციელა. მოსკოვი მიიჩნევს, რომ კიევს ცეცხლის გახსნაში დასავლელი ინსტრუქტორები ეხმარებოდნენ. ზახაროვას განცხადებით, ვაშინგტონი ამგვარი ქმედებების გამო პასუხს აგებს.