რუსთავის მერიამ კიდევ ერთი საინტერესო ტრადიცია აღადგინა
რუსთავის მერიამ კიდევ ერთი საინტერესო ტრადიცია აღადგინა. ქალაქში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი იხსნება. 7 ივნისიდან, 8 ქართველი და 5 უცხოელი, ბულგარელი, სერბი, ჩინელი და ირანელი სკულპტორები იმუშავებენ. მოწვეული ხელოვანების სტატუსით, პროექტში ცნობილი რუსთაველი მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქია და მსოფლიო სიმპოზიუმების გაერთიანების ხელმძღვანელი ლიუ იანგიც ჩაერთვებიან.
