ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტებმა ევროპული თამაშების საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა
ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტებმა ევროპული თამაშების საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა. გალა დაჯილდოების ცერემონია, ბუქარესტში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების რიგით 53-ე გენერალურ ასამბლეაზე გაიმართა. აღნიშნული ჯილდო ოლიმპიურ ჩემპიონს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, თომას ბახმა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა გადასცა. დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ევროპის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
