ნიდერლანდებში ევროპარლამენტის არჩევნების მიმდინარეობისას, პოლიტიკური პარტიების ვებ-გვერდებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა
ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს. თავდასხმის სამიზნე გახდა ცენტრისტული მემარჯვენე ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, ასევე, ხერტ ვილდერსის ულტრამემარჯვენე პარტია და პოპულისტური ულტრამემარჯვენე პარტია „ფორუმი დემოკრატიისთვის“. კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობა პრორუსულმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ „ჰაკ ნეტმა“ აიღო. მანამდე ამავე დაჯგუფებამ კიბერშეტევა განახორციელა შვედეთსა და ესპანეთში.
