ვიქტორ ორბანის განაცხადება
უკრაინელები დაინტერესებულნი არიან იმით, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში ევროპა და მთელი მსოფლიო ჩართონ, უნგრეთის ინტერესებში კი ომი არ შედის. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა. „უკრაინის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ომის ესკალაცია ლოგიკურია, მაგრამ უნგრელებმა იციან, რომ ომისგან შორს უნდა იყვნენ, რადგანაც მასში შესვლა უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ომის გავრცელების შესაჩერებლად“. – აღნიშნა ორბანმა.
