ვიცე-პრემიერი ამერიკულ სანქციებს მორიგ შეცდომას უწოდებს
ვიცე პრემიერი ამერიკულ სანქციებს მორიგ შეცდომას უწოდებს, რომელსაც, თეა წულუკიანის თქმით, შტატები თავის სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში უშვებს . წულუკიანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ეს არის ბრძოლა კონკრეტული მიზნისთვის.
