შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტი გამოაცხადა
შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც “ქართული ოცნებისა“ და პარლამენტის წევრებს, ასევე, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს მოიცავს. ოფიციალური განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა გააკეთა. მისი თქმით, შეზღუდვები გავრცელდება სანქცირებულთა ოჯახის წევრებზეც. სავიზო შეზღუდვები პირველი ეტაპზე 30-მდე პირს შეეხება. მათი ვინაობა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს არ დაუსახელებია. როგორც მილერმა განმარტა, სავიზო ჩანაწერები, კანონის თანახმად, კონფიდენციალურია.
