სლოვაკეთის პრემიერის ხისტი გზავნილი
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა მასზე თავდასხმის შემდეგ პირველი ვიდეომიმართვა გაავრცელა. რობერტ ფიცოს თქმით, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ის მკურნალობას სახლში განაგრძობს და სამსახურს, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში დაუბრუნდება. მომხდარში ფიცო ოპოზიციას ადანაშაულებს, რომელმაც, მისი განცხადებით, ბოროტებისა და სიძულვილის კამპანია ქვეყანაში არნახულ მასშტაბამდე აიყვანა. თავდასხმის ერთ-ერთ მიზეზად სლოვაკეთის პრემიერი უკრაინის ომისა და სხვა საერთაშორისო საკითხების მიმართ თავის პოზიციას ასახელებს

სიუჟეტის ავტორი: თამარ გოცირიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები