ეკონომიკური განვითარების ფორუმი
თბილისი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მეთოთხმეტე ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიება ორ დღეს გაგრძელდება. განხილვის მთავარი თემა ჯანსაღი ქალაქი და ეკოლოგიურად სუფთა გარემოა. ფორუმის მიზანი კი ქალაქების მდგრადი მომავლის შექმნა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით თბილისის მერმა გახსნა. სიტყვით გამოვიდნენ ჯანდაცვისა და ეკონომიკის მინისტრებიც
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
