ტერორისტული დანაშაული - ორი დაკავებული
ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შესაძლო კავშირის გამო ბათუმში ორი ადამიანი დააკავეს. სპეცოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ერთდროულად სხვადასხვა ადგილას ჩაატარა. სუსის ინფორმაციით, ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელ მოწყობილობები და ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა. ბრალდებულები საქართველოს მოქალაქეები არიან. ისინი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს
სიუჟეტის ავტორი: დიტო ყირიმლიშვილი-16-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
