უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე ყოფილი პროკურორის, მაია მწარიაშვილისგან საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვს
უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე ყოფილი პროკურორის, მაია მწარიაშვილისგან საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვს. მიქაუტაძემ მწარიაშვილს სასამართლოში მას შემდეგ უჩივლა, რაც ყოფილმა პროკურორმა მედიის საშუალებით მოსამართლის დეკლარაციასთან და მის შემოსავლებთან დაკავშირებით თითქოს უზუსტობები გამოააშკარავა. საუბარია მოსამართლისთვის დედისგან ნაჩუქარ თანხაზე. ამ სამართლებრივი დავის ფარგლებში მიქაუტაძე სიმბოლურად 14 ლარს და გავრცელებული ინფორმაციის საჯარო უარყოფას ითხოვს. უკვე გაიმართა მოსამზადებელი სხდომა, სადაც მიქაუტაძის ადვოკატმა საქმეს ახალი მტკიცებულებები დაურთო. საუბარია დოკუმენტზე, რომელშიც კონკრეტული შემოსავლებია დადასტურებული