„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი მომდევნო კვირაში პარლამენტში ბიუროზე გავა, რის შემდეგაც საკითხზე კომიტეტებში იმსჯელებენ
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი მომდევნო კვირაში პარლამენტში ბიუროზე გავა, რის შემდეგაც საკითხზე კომიტეტებში იმსჯელებენ. ოპოზიცია კანონპროექტებს მხარს არ უჭერს, მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ლგბტ პროპაგანდა დღეს გამოწვევაა. ვინც ეწინააღმდეგება პროპაგანდის შეზღუდვას, ის მხარს უჭერს პროპაგანდას - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ნებისმიერი ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა